
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს.
მოსწავლეებმა იუნკერთა ხსოვნის დღესთან და რუსული საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.
მოსწავლეებმა ამ თარიღთან დაკავშირებით ისტორიული ცნობები წარმოადგენს. მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის საუკუნისწინანდელ უმძიმეს დღეზე ისაუბრეს.
„გვახსოვს ყოველი გოჯი და მისხალი მოპარული მიწა ყოველი წვეთი დაღვრილი სისხლი...არავის შეგარჩენთ...დღეს პატარა ძევრელებმა ოკუპაცია გააპროტესტეს“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები