„თავის ფერად სამყაროს შესანიშნავად გადმოგვცემს“ - მატნის N1 სკოლის მოსწავლე გიორგი ნაცვლიშვილი საინტერესო ნამუშევრებს ქმნის
25-02-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა მოსწავლის, გიორგი ნაცვლიშვილის ნახატებსა და ნაძერწ ფიგურებს საზოგადოებას აცნობს.

 პატარა ხელოვანი კრეატიულ და საინტერესო ნამუშევრებს ქმნის.

„გიორგი ნაცვლიშვილმა სულ რაღაც ორი წლის წინ შემოანათა ჩვენს სკოლაში საოცარი ცისფერი თვალებით. მოვიდა და მოგვიტანა დიდი სითბო, სიყვარული და ნიჭიერება. თავის ფერად სამყაროს შესანიშნავად გადმოგვცემს ნახატებში, პატარა ნაძერწ ფიგურებში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის“, - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203