თბილისის N2 სკოლას განათლების მინისტრის მოადგილე ესტუმრა
25-02-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის N2 საჯარო სკოლას ეწვია. 

მინისტრის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის მიერ ვირუსის პრევენციისთვის მიღებული უსაფრთხოების ზომები ადგილზე შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის N2 საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობა განხორციელდა.

მათ შორის, მოსწავლეები მონაწილეობდნენ მუზეუმების ვირტუალურ ტურებში, სკოლაში ჩატარდა მინი-ლექციები, გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა და დისკუსიები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203