„ბუნება ჩვენი მტერი არ არის, ნუ ეომები!“ - შეუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს
08-11-2017
შეუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი აქტივობა - "სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია" განახორციელეს. მოსწავლეებმა დაასუფთავეს დაბინძურებული ტერიტორიები და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული პლაკატები წარწერებით - „არ დაყაროთ ნაგავი. ჩვენ გვიყავრს ბუნება!“, „მე დავიცავ გარემოს“, „ბუნება ჩვენი მტერი არ არის, ნუ ეომები“ სხვადასხვა თვალსაჩინო ადგილას გააკრეს.
აღნიშნულ აქციაში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, მოსწავლეებმა ძალიან მოინდომეს, დაბინძურებული ტერიტორიები დაასუფთავეს და ამით გარემოზე იზრუნეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს