
ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი სახელწოდებით: „ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი“. პროექტი მიეძღვნა დიდებული ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოსწავლეებმა თვალსაჩინოების გამოყენებით გააცოცხლეს ჩვენი საამაყო პოეტის ცხოვრებისეული ეპიზოდები და მისი უკვდავი სიტყვები.
პროექტს ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ჯავახაძე.
პატარები ანა კალანდაძის შემოქმედებას დიდი სიყვარულით გაეცნენ, დაისწავლეს, და თავის უსაყვარლეს, შორენა მასწავლებელთან ერთად, კიდევ ერთხელ შეცურეს ანა კალანდაძის პოეზიის სამყაროში, რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებს და რა თქმა უნდა, ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მესამეკლასელებსაც უმალ შეაყვარა თავი.
იხილეთ ფოტოები