ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ჭადრაკის ტურნირში გაიმარჯვა
24-02-2021

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VI 1 კლასის მოსწავლე თენგო თოიძემ მაია ჩიბურდანიძის ონლაინ-კლუბის თებერვლის გრან-პრის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა.

„ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა თენგოსთან ერთად, სიამაყით იზიარებს ამ სიხარულს. ჩვენი სკოლის VI-1 კლასის მოსწავლე თენგო თოიძე „მაია ჩიბურდანიძის ონლაინ-კლუბის თებერვლის გრან-პრის“ ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდა და ვულოცავთ თენგოს ამ გამარჯვებას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და უდავოდ სასიხარულოა მოსწავლის წარმატება.

ჩვენც ვულოცავთ თენგო თოიძეს და ვუსურვებთ უამრავ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203