
იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ თორნიკე კუხიანიძემ ინტელექტუალური კონკურსის საცდელ ტურში უმაღლესში შეფასება დაიმსახურა და 60 წამში, 21 კითხვას სწორად უპასუხა.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „თორნიკემ Hood-ის კონკურსის საცდელ ტურში ყველაზე მაღალი შედეგი დაიმსახურა. იოსებ ოცხელი სახელობის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თორნიკეს კონკურსის მთავარ საგნებში“.