ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
24-02-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახლადაშენებული საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული, საგანმანათლებლო და მეთოდური ლიტერატურა, ასევე ლექსიკონები და წიგნების თაროები გადაეცა.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წიგნები ბიბლიოთეკას მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ბიუროსა და დედოფლისწყაროს მერიის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ასოციაციის - „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" და ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
„ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს განხორციელებული. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს