„წყლის ბრუნვა დედამიწაზე“ - რუსთავის N23 საჯარო სკოლის მეორეკლასელების საოცარი ნახატები
24-02-2021

ვაჟა ფშაველას სახელობის, რუსთავის N23 საჯარო სკოლის II გ კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომელიც წყლის ცირკულაციას ეხებოდა ბუნებაში.

მოსწავლეებმა გაკვეთილის თემატიკას საინტერესო ნახატები მიუძღვნეს და მართლაც საოცარი ოსტატობით გადმოსცეს „წყლის ბრუნვის“ სპეციფიკა.

„ასე ბრუნავს წყალი“ - წარწერა პატარების ნახატებს ამშვენებდა, თუმცა ყოველი ნიუანსი ლამაზად გადმოსცეს და გულმოდგინებაც ყოველ შტრიხში ჩააქსოვეს.

ვაჟა ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის II გ კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა უპირველესია და ყველა საგანი თანაბრად უყვართ, რაც მათ მიერ შესრულებულმა ნახატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203