ბოსლების საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრება ჩატარდა
24-02-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, შიდა სასკოლო შეჯიბრება ჩატარდა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეჯიბრებაში მონაწილე ყველაზე აქტიურ ბავშვებს - რეზო აბრამიშვილს, რიჩარდი ფოლადიშვილს, სამედ კურბანოვს, დეა ბეჟანიშვილს, ბარბარე ყულიაშვილსა და ნატა ბეჟანიშვილს მედლები გადაეცათ.

„მიმდინარეობს ბავშვების მომზადება და ცდილობენ, პანდემის დროსაც არ დაკარგონ სპორტისადმი სიყვარული. ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“, - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203