ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილე ონლაინ ფორმატში აღნიშნეს
24-02-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილე ონლაინ ფორმატში აღნიშნეს.

„ჩვენი კონსტიტუცია, ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე. იგი 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს და მასში სრულად ასახულია საკაცობრიო ღირებულებები.

განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თიმსის პლატფორმის მეშვეობით ონლაინ შეხვედრა გამართეს და წარმოადგინეს საქართველოს ყოფა დემოკრატიულ რესპუბლიკის არსებობის დროს. ისაუბრეს კონსტიტუციის შექმნის შესახებ, ნახეს ვიდეო „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 100 წლისაა“.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დარიკო მელაძე
გილოცავთ სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203