ბანოჯის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
24-02-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში წმინდა მეფე დავით მეოთხის ხსენების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, I და II კლასებში (ხელმძღვანელი მირანდა ყურაშვილი) კლასის საათი ჩატარდა.
გარდა ამისა, დავით მეოთხის ეპოქაზე, IX, X და XI კლასებში ვიქტორინა გაიმართა. ვიქტორინაზე ერთამანეთს „მესიის მახვილისა“ და „ძლევაი საკვირველისა“ გუნდები შეეჯიბრნენ.
„სკოლის დირექტორი მიესალმა მოსწავლეებისა და მასწავლებლების აქტიურ ჩართულობას და გაწეული მუშაობისთვის პედაგოგებს, მირანდა ყურაშვილსა და მაკა ტყაბლაძეს მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს