
წალკის მუნიციპალიტეტი სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში კლასებიდან შერჩეულ წყვილებს შორის მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო ფესტივალი ჩატარდა.
სასკოლო ფესტივალში VIII-IX-X-XI-XII კლასები მონაწილეობდნენ.
მათ შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
I-ადგილი დაიკავეს X კლასის მოსწავლეებმა - რობერტ ფასანიძემ და გიორგი ბერიძემ.
II- ადგილი მოიპოვეს IX კლასის მოსწავლეებმა - კახა შავაძემ და ნიკა მარკოიძემ.
III - ადგილზე გავიდნენ XII კლასის მოსწავლეები - რომან პაპიძე და როინ ღორჯოუმელაძე.
ყველას ვუსურვებ წარმატებებს მასწავლებელი გელა ბოლქვაძე.
იხილეთ ფოტოები