შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნათია ბასილაშვილს წერილების კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დიპლომი გადაეცა
24-02-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნათია ბასილაშვილს სასკოლო კონკურსში, სახელწოდებით „მიულოცე მეფეს“ წარმატებით მონაწილეობისთვის, დიპლომი გადაეცა.
კონკურსი ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს ეძღვნება.
წერილების კონკურსი - „მიულოცე მეფეს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიცირებით ტარდება.