
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს დაემთხვა.
„ოკუპაციის კვირეული“ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 20 თებერვალს დაიწყო და მრავალფეროვანი აქტივობით გამოირჩეოდა. სკოლის ფოიეში გამოიფინა ოკუპაციის ამსახველი საარქივო ფოტომასალა, ნახატები და სლოგანები.
ასევე ჩატარდა ლექცია „საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია", კვირეული 25 თებერვალს დასრულდა და მოსწავლეები, რომლებიც პროექტში იყვნენ ჩართულები, დააჯილდოვეს.