ხონის N1 სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ბუნების გაკვეთილი ჩატარდა
24-02-2021
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში შემოქმედებითად დატვირთული ბუნების გაკვეთილი ჩატარდა.
საინტერესო აქტივობები მე-4ბ კლასის მოსწავლეებს შესთავაზა პედაგოგმა, შორენა კაკაბაძემ, რომელიც ასევე ამავე სკოლის დირექტორია.
გაკვეთილის მთავარი თემა „მთები და ვაკეები“ იყო.
„საოცრებები იყავით. უფრო ლამაზი დღეები წინ გვაქვს. ერთად ვიაროთ ცოდნისკენ სავალ გზებზე“, - წერს სოციალურ ქსელში შორენა კაკაბაძე და გაკვეთილის ამსახველ ფოტოსურათებსაც აქვეყნებს.