არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა მასწავლებელთა გამოცდაზე? - „ნაეკის“ განმარტება
24-02-2021

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა etaloni.ge-ს განუცხადა.

ცენტრის განმარტებით, გამოცდაზე გასვლა ნებისმიერი ასაკის პირს შეუძლია. თუმცა პედაგოგების მსურველებმა გამოცდაზე დაშვების სხვა წინაპირობები უნდა გაითვალისწინონ.

კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:

პრაქტიკოს მასწავლებელს;

ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე;

ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;

მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203