ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლიეტუვას საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა
23-02-2021
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნუცა ჯავახაძე ლიეტუვაში საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 80%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
„კიდევ ერთი ემოციური დღე. კვლავ გაგვახარა მე-12 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ ნუცა ჯავახაძემ. იგი ჩაირიცხა ლიეტუვაში, ქალაქ კლაიპედას ელ-სი-სის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 80%-იანი დაფინანსებით (მაქსიმალური დაფინანსება 90%).
ნუცამ ამ წარმატებას მიაღწია სკოლის აკადემიური მაჩვენებლის, ინგლიური ენის ტესტისა და ინტერვიუს შეფასებაში მაქსიმალური ქულების მიღებით. ვულოცავთ ჩვენს საუკეთესო ნუცას და წარმატებებს ვუსურვებთ ცოდნის მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს