წყალტუბოს N4 სკოლა, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობებს გეგმავს
23-02-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტოვობები დაიგეგმა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა 19 თებერვალს მარო მაყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ, ასევე, საქართველოს პირველი კონსტუტუციის 100 წლის იუბილე აღნიშნეს.
„საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალი აქტივობები დაიგეგმა. 19 თებერვალს მოსწავლეებმა პატივი მიაგეს 19 წლის მარო მაყაშვილის ხსოვნას, რომელიც დაიღუპა საქართველოს ოკუპაციის დროს 1921 წლის 19 თებერვალს.
21 თებერვალს ასევე აღვნიშნეთ საქართველოს პირველი კონსტუტუციის 100 წლის იუბილე.
25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე მოსწავლეები გვიგზავნიან სხვადასხვა აქტივობებს. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეები დიდ აქტიურობას იჩენენ და გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ამ მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ. ასევე დაგეგმილია 25 თებერვალს კლასის საათებისა და სპეციალური გაკვეთილების ჩატარება“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს