„წარმატებას ვუსურვებთ პატარა შემოქმედს“​ - ძევრის საჯარო სკოლის lV კლასის მოსწავლე ნანა სოფრომაძეს სერტიფიკატი გადაეცა
23-02-2021

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის lV კლასის მოსწავლეს ნანა სოფრომაძეს სერტიფიკატი გადასცა. 

„მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა, სწორედ ასე შეიძლება ითქვას ძევრის საჯარო სკოლის lV კლასის მოსწავლეზე, თერჯოლის სიმღერის გუნდის „ვარსკვლავების“ სოლისტ ნანა სოფრომაძეზე.

პატარა შემოქმედმა საფრანგეთის დიდ სცენაზე ქართული ჰანგები ააგუგუნა, რის გამოც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ სერტიფიკატით დაჯილდოვდა. მან თავის მშვენიერ ჰანგებთან ერთად, სკოლის კედლებიც კი აამღერა. მოსწავლეს საოცარი მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც სკოლიდან, ისე თანაკლასელთა და კლასის ხელმძღვანელის, მარინე ბოგვერაძისაგან! სკოლის სახელით წარმატებას ვუსურვებთ პატარა შემოქმედს!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203