სურამის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელმა „წითელქუდას“ გმირები გამოძერწა
23-02-2021

სურამის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელმა „წითელქუდას“ გმირები გამოძერწა

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სურამის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელმა ცოტნე ლოლაძემ კლასელებისთვის მინის სპექტაკლი წარმოადგინა. ამჯერად პატარა ცოტნემ თავისი ყურადღება „წითელქუდაზე“ შეაჩერა და ზღაპარი ასე ორიგინალურად უამბო თანატოლებს.

მინი-სპექტაკლი განსაკუთრებული კი იმით არის, რომ იგი პირველკლასელმა ცოტნემ წარმოადგინა, მაგრამ აქ საგულისხმო ისაა - ბიჭმა ყველა პერსონაჟი პლასტელინით გამოძერწა.

მგელი, ბებია, წითელქუდა, მონადირე... ცოტნემ ყველა გმირი საკუთარი პატარა ხელებით შექმნა და ბოროტი მგლისა და წითელქუდას ზღაპარიც ასე უამბო თანატოლებს, რომლებიც მინი-სპექტაკლის შემდეგ, ემოციებს ვერ მალავდნენ, ისე მოეწონათ ცოტნეს შემოქმედება და ეს ალბათ იმიტომ, რომ სიკეთით სავსე ბიჭის მიერ გამოძერწილი გოროზი მგელი, საშიში სულაც არ ჩანდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203