ნორიოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
23-02-2021
გარდაბანის მუნიციპალიტეტის ნორიოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ანბანი სწავლა ბოლომდე დასრულებული არ აქვთ, პედაგოგის ინიციატივით, მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს. როგორც პედაგოგი ნანო ნიკოლაიშვილი იუწყება, მოსწავლეებისთვის ანბანის სწავლება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პერიოდი მათთვის დასამახსოვრებელი იყოს.