კერძო სკოლა „სხივში“ „მკითხველთა კლუბი“ ჩამოყალიბდა
23-02-2021
მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანო კარტოზიამ, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, „მკითხველთა კლუბი“ შექმნა.
სკოლის ინფორმაციით, დღეს შედგა პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც სკოლის ადმინისტრაციაც დაესწრო.
დღევანდელ შეხვედრაზე ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ განიხილეს.
„მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნში წამოჭრილ ძირითად საკითხებზე, პრობლემებზე და გამოთქვეს საინტერესო შეხედულებები. შემაჯამებელი ბლოკი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „მკითხველთა კლუბის" წევრებმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს დამაჯერებლად და ამომწურავად უპასუხეს. პირველმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ იდეამ გაამართლა. წინ, წიგნების საინტერესო სამყაროსკენ!..“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს