კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაასრულეს
23-02-2021
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაასრულეს. საჩვენებელი გაკვეთილში ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.
„სკოლა ორნატის პირველკლასელმა მოსწავლეებმა შეისწავლეს ანბანის ყველა ასო-ბგერა. კლასის დამრიგებელმა ირმა ჭიჭინაძემ თავის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საჩვენებელი გაკვეთილი მოეწყო ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.