
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქეთინო მუკბანიანის ორგანიზატორობით, ხალხური ზღაპრის - „აბესალომი და ეთერის“ მიხედვით პიესა დაიდგა.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ VI, VII, VII კლასის მოსწავლეები და ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მარიამ საძაგლიშვილი.
„წარმოდგენა იყო შემეცნებითი. მისი მეშვეობით მაყურებელმა (მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა) გაიცნო ხალხური სიტყვიერების კიდევ ერთი ნიმუში და შეიტყო საიდან მოდის გამონათქვამი - „მურმანის ეკალი“ ასევე მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია მსგავსი შემეცნებითი წარმოდგენის გამართვისა.
ღონისძიების დროს დაცული იყო კოვიდ-პანდემისათან დაკავშირებით უსაფრთხოების ყველა წესი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები