
არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლაში „ოცნება“ სწავლა-სწავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ამის დასტურია ქიმიის პედაგოგის, ნინო ბენიძის აქტივობა.
ქალბატონმა ნინო, მოსწავლეებისთვის წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მთავარი თემა გახლდათ „მარილები“.
ბავშვებისთვის უსაყვარლესმა ნინო მასწავლებელმა, ცდის სახით, თვალსაჩინო გახადა, თუ რა ემართება ნაერთს წვის დროს, მაღალ ტემპტერატურაზე და კიდევ ერთხელ, ისევ და ისევ, პრეზენტაციის საშუალებით განუმტკიცა ცოდნა იმის შესახებ, რომ მარილები არის იონური შენაერთები, რომლებიც მჟავასა და ფუძეს შორის ნეიტრალიზაციის რეაქციით მიიღება; შედგება კათიონებისა და ანიონებისგან, რომელთა შერწყმით ნეიტრალური პროდუქტი მიიღება.