ბოლნისის N5 სკოლის მოსწავლეები წერილების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
23-02-2021
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებულ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებულ კონკურსში - „მიულოცე მეფეს“, მონაწილეობდნენ.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა მეფეს მისწერეს წერილები, რომლებშიც ერეკლე მეორის თავდადებული მოღვაწეობის მიმართ მოწიწება გამოხატეს.
აღნიშნულ კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები: მე-2 კლასის მოსწავლე-ანა ბაკურაძე; მე-3 კლასის მოსწავლე - სალომე ლიპარტელიანი; მე-4 კლასის მოსწავლე - ნიკოლოზ ხაჭიპერაძე.
გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს