ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-02-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მასწავლებელმა თეა ბეგიაშვილმა მოაწყო გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში „წიწვოვანი მცენარეების გაცნობა“.

„ბავშვები გაეცნენ ხორნაბუჯის ტერიტორიაზე არსებული წიწვოვანი მცენარეების რამოდენიმე სახეობას, მიიღეს ინფორმაცია მათი სასარგებლო თვისებების შესახებ. მოაგროვეს ულამაზესი გირჩები“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203