
თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-101 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი, სახელწოდებით „რასობრივი დისკრიმინაცია“ განახორციელეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტზე მოსწავლეები - ნიკოლოზ მდინარაძე, ხატია ჭყოიძე და სალომე ჩუგუაშვილი მუშაობდნენ.
მოსწავლეებმა, მსოფლიოს მასშტაბით მომხდარი დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ, უამრავი ინფორმაცია მოიძიეს.
მათ, პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები და პოსტერები შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: