ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხატვის კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
23-02-2021

ერგნეთ - მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ თემატიკაზე გამართულ კონკურსში მონაწილეობდნენ.

„კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის, ერგნეთ - მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ნამუშევრები „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრულ 6 თემატიკაზე:

  • „ ჩემი ოჯახი“;
  • „განათლების უფლება“;
  • „მრავალფეროვანი და ტოლერანტული გარემო“
  • „როგორი გინდა იყოს შენი ქალაქი/სოფელი“;
  • „ჯანსაღი ცხოვრების წესი“;
  • „ცხოვრება მავნე ჩვევების გარეშე“.

თითოეულ თემატიკაზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები, ხოლო გამარჯვებულების ნამუშევრები დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურაში...  პირველი ეტაპი წარმატებით დამთავრდა. ახლა ველით კონკურსის გამარჯვებულს.

დიდი მადლობა ხატვის კონკურსის ორგანიზატორებს. მადლობა თითოეულ მოსწავლეს გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203