თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება საგნობრივ ოლიმპიადაზე 
23-02-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლემ, ილია ახვლედიანმა (პედაგოგი ლალი თეთრაძე „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაზე, 2020 წლის შემოდგომის სეზონზე წარმატებით იასპარეზა ქართულ ენასა და მათემატიკაში.

ილიამ, დიპლომებთან ერთად, ოქროს მედალი მოიპოვა და ეს გამარჯვება კიდევ ერთი დასტური აღმოჩნდა, რომ სწავლის სურვილს ვერაფერი აღუდგება წინ, განსაკუთრებით პანდემია.

თბილისის N103 სკოლის დირექტორმა, არჩილ ჩხაიძემ ილიას მიულოცა ეს გამარჯვება და ოქროს მედალი, საზეიმო ვითარებაში გადასცა. მილოცვას სასკოლო საზოგადოებაც უერთდება და ილია ახვლედიანს უსურვებს წინსვლას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203