„ჩვენ ვსწავლობთ მირზა გელოვანს“ - წყავროკას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებას ვიდეორგოლი მიუძღვნეს
23-02-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის შემოქმედებას, სახელწოდებით „ჩვენ ვსწავლობთ მირზა გელოვანს“ საინტერესო ვიდეორგოლი მიუძღვნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეექვსეკლასელებმა ვიდეორგოლში პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.  

პედაგოგ ირმა ხაჯიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203