„უთხარი არა ბულინგს!“ - ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლი გადაიღეს
23-02-2021

„უთხარი არა ბულინგს!“- ამ ლოზუნგით ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი გადაიღეს. 

ვიდეორგოლი მოსწავლეებმა Erasmus+ და eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის - Tolerance („ტოლერანტობა“) ფარგლებში დაამზადეს.

„აი, ასე ბედნიერ ტალღაზე დავასრულეთ ბულინგის საწინააღმდეგო ვიდეოს გადაღება!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია ღების საჯარო სკოლიდან პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ სამსონიძე.

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი მასწავლებელი ღების საჯარო სკოლიდან გახლავთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი - ვერა ლობჯანიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203