ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში სახელმწიფო უნივერსიტეტის 103-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
23-02-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის, ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში, დიდგორობასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 103-წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებას ფუშრუკაულის სასკოლო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ, მოსწავლეები კი სხვადასხვა აქტივობით გამოეხმაურნენ ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღებს, რომელბმაც საქართველოს ისტორიასა თუ ჩვენს დღევანდელობაში, ერთგვარი საკრალური დატვირთვაც კი შეიძინეს. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ფუშრუკალურის საჯარო სკოლის თითოეული წევრისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მიუხედავად ღონისძიების სპეციფიკისა, ზედმიწევნით ასრულებენ არსებულ რეკომენადციებს. ეს კი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არავის სურს, ონლაინ-რეჟიმზე გადასვლა, წარსულში დაბრუნება და მხოლოდ სასკოლო სივრცეში ჩატარებული გაკვეთილები თუ სხვა აქტივობები ანიჭებს ბედნიერებას, რისთვისაც საჭიროა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ერთმანეთის გაფრთხილება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203