საჩინოს თემის N1 სკოლის მეთორმეტეკლასელთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში საუკეთესო შედეგი აჩვენა
23-02-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, პროექტი - ინტელექტუალური თამაში - „რა,სად,როდის?“ გაიმართა. 

მორიგი თამაში მეთორმეტეკლასელთა ექვსეულმა ითამაშა, რომლის კაპიტანი ბაჩანა ფიფია გახლდათ.

„გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და მაყურებელს მოუგო ანგარიშით 6:2,  შესაბამისად დანარჩენ გუნდებს მისცა დიდი სტიმული ფინალისთვის საბრძოლველად. საუკეთესო შეკითხვა: შავი ყუთი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203