ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღნიშნეს.„მახინჯაურის საჯარო სკოლა უერთდება ჩვენი ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
ისტორიის პედაგოგმა, ქალბატონმა მანანა თურმანიძემ, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ამ თარიღთან დაკავშირებული გაკვეთილი ჩაატარა.
ისაუბრა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ დოკუმენტს ქვეყნისათვის, რა მსხვერპლი გაიღო და რა გზა გაიარა ჩვენმა სახელმწიფომ დემოკრატიული განვითარების გზაზე და რა პროცესები მოჰყვა ამ თარიღს საუკუნის წინ", - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
ბმულზე.