„მშობლებს ვურჩევდი აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში“ -  ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ტაკიძე
23-02-2021
etaloni.ge გთავაზობთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ნათელა ტაკიძის ბლიც - ინტერვიუს.

გაიგეთ რა დაანახა მსოფლიო პანდემიამ, რაზე ფიქრობს ყველაზე მეტად, რა უკვირს მოსწავლეებისგან და რა უხარია მასწავლებლებისგან.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...
- განათლების სისტემა მზად არის ყოველგვარი გამოწვევისთვის

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციულ ტექნოლოგიების ფლობა.

- 2020 წელს დავახასიათებდი... 
- უდიდესი გამოწვევის წლად განათლების სფეროში და ზოგადად ცხოვრებაში.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- როდესაც მასწავლებელი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ზრდისთვის.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს... 
- სწავლის მიმართ დაბალი მოტივაცია და გულგრილობა ყველაფრის მიმართ.

- მშობლებს ვურჩევდი..
- აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, ითანამშრომლონ სკოლის საზოგადოებრივ სტრუქტურულ ერთეულებთან,

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- როდის დავამრცხებთ კოვიდს და დავუბრუნდებით სასკოლო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203