ახალციხის N5 საჯარო სკოლაში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ აღნიშნეს
23-02-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლის VI კლასში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“  აღნიშნეს.

კლასის ხელმძღვანელი თინათინ ბალახაშვილი გახლავთ. 

„ახალციხის N5 საჯარო სკოლის VI კლასში „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ აღსანიშნავად კლასის საათი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად განიხილეს ინტერნეტ სივრცის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენების გზები, ისაუბრეს ინფორმაციული უსაფრთხოების როლზე, კიბერ დანაშაულზე და მის პრევენციაზე“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203