ვანის N1 სკოლის მოსწავლემ, თიკო ჩახუნაშვილმა ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატზე 400-მეტრიან დისტანციაზე სირბილში II ადგილი დაიკავა
23-02-2021
ვანის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, თიკო ჩახუნაშვილმა, თბილისში, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, 400-მეტრიან დისტანციაზე სირბილში II ადგილი დაიკავა.
„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს თიკო ჩახუნაშვილს დიდ წარმატებას და შედეგების გაუმჯობესებას უსურვებს მომავალში!
მისი აღზრდისთვის კი, მადლობას ვუხდით მთავარ მწვრთნელს - ვალერი როხვაძესა და სპორტის პედაგოგებს: თამაზ ორმოცაძესა და მალხაზ დვალიშვილს“, - აცხადებს ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს