გამოცდას​ პრაქტიკოსი პედაგოგები ივნისში, მაძიებლები კი ივლისში ჩააბარებენ? - „​ნაეკის“ განმარტება
23-02-2021

კომპეტენციის დასადასტურებლად პედაგოგებს 2021 წელს გამოცდის ჩაბარება უწევთ. უკვე ცნობილია, რომ ტესტირება დაინიშნება პრაქტიკოსებისთვისაც და ეს მათი ბოლო შანსი იქნება; გამოცდას ელოდებიან მაძიებლები და პროფესიაში შესვლის მსურველებიც, თუმცა ვადები ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

სამაგიეროდ, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრაქტიკოსებისთვის ტესტირება ივნისში დაინიშნება, მაძიბლებისთვის კი - ივლისში.

რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? - საკითხის გადამოწმება „ნაეკთან“ ვცადეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი გადაწყვეტილია, რომ ყველა მათგანი გამოცდისთვის რეგისტრაციას მარტის დასაწყისში გაივლის, გამოცდის ზუსტი თარიღები კი მალევე გაირკვევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203