დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორად ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს
23-02-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მეორად ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები ნარჩენების სწორად მართვას სწავლობენ.

პედაგოგ გაიანე ჩახალიანის ხელმძღვანელობით, მათ პლასტმასის ბოთლებით ლამაზი ნამუშევრები შექმნეს. 

„ჩვენ ვცდილობთ, არ გადავყაროთ არაფერი“, - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203