
დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგ მაკა ბუაჩიძის ორგანიზებით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს წაიკითხეს საბავშვო მწერლის გივი ჩიღვინაძის მოთხრობები: „ჭიაკოკონობა“, „კეთილი ბატონები“, „ჩიტიფაფობა“, „ყვავილთა დღესასწაული“.
მოსწავლეებმა წიგნის კითხვით მიღებული შთაბეჭდილებები ნახატებში გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
იხილეთ ფოტოები