რუსთავის N17 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
22-02-2021

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიურმა საზოგადოებამ წარმატებით დაძლია დისტანციური სწავლების გამოწვევები, დღეს, ყველა თანხმდება, რომ საკლასო ოთახებში წარმართულ გაკვეთილებს სხვა ელფერი აქვს და მას ვერაფერი შეედრება.

თუმცა იმისთვის, რომ მშობლიური სკოლის კედლებში დასრულდეს სასწავლო წელი, საჭიროა რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა, რასაც რუსთავის N17 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სკოლა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებით... სკოლას ამშვენებს სტიკერები - დისტანციის დაცვის მოწოდებით და შესასვლელში გამაფრთხილებელი წარწერა, რომ პირბადის გარეშე შენობაში არც ერთი პირი არ დაიშვება.

ასე რომ, ლევან გოთუას სახელობის, რუსთავის N17 საჯარო სკოლა პროტოკოლს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ზრუნავს მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებაზე.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203