წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის კონკურსში გაიმარჯვეს
22-02-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვეს.


„ახალ წელს სასიხარულო ამბით ვიწყებთ! დაიბეჭდა ისტორიის კონკურსის „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“ კრებული, სადაც შევიდა საუკეთესო ესეები, მათ შორის დების იაკო და მარიამ ფანგანების ერთობლივი ნაშრომი „საბჭოთა ჯარში სამსახური: ტკბილი მოგონებები თუ დაკარგული წლები?“ - აღნიშნული თემა ეხება ბატონი დემური ფანგანის ახალგაზრდობის წლებს და ეფუძნება საბჭოთა ჯარში მიღებულ გამოცდილებას.

ავტორები საკუთარი მამის მოგონებების საფუძველზე დაწყებული გასაიდუმლოებულ ობიექტზე მუშაობით და დამთავრებული რომანტიკული თავგადასავლებით რუსეთში მსჯელობენ ჯარის ავკარგიანობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიის კონკურსი მეორედ ჩატარდა საქართველოში და იაკო ფანგანი მეორეჯერ გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული და მისი ნაშრომი უკვე მეორეჯერ დაიბეჭდა კრებულში. მარიამ ფანგანმა კი პირველად მიიღო მონაწილეობა ისტორიის კონკურსში და გახდა ამ კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203