„აირჩიე შენი პროგრესის გზა“ - ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ X-XII კლასის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს
22-02-2021
ქართილ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი - აკრედიტებული ამერიკული უმაღლესი ონლაინ სკოლა „პროგრესი“, ნერგავს სწავლების სრულიად ახალი სტილისტიკას, რომელიც 21-ე საუკუნის ყველა საჭიროებას პასუხობს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ონლაინ სკოლა „პროგრესი“ X-XII კლასის მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ამერიკული დიპლომი ქვეყნის, ქალაქისა და სკოლის შეცვლის გარეშე მოიპოვონ.

„სამი წლის განმავლობაში, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მათი კლასისთვის განკუთვნილი სილაბუსი სრულყოფილად გაიარონ და მიიღონ ამერიკული განათლება. აირჩიე შენი პროგრესის გზა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203