
მერაბ ჭელიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ირემაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს და პედაგოგებიც ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მოსწავლეებმა ხარისხიანი, საფუძვლიანი განათლება მიიღონ.
სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ალექსანდრე ირემაძე, რომელმაც მოსწავლეები სახვითი ხელოვნების საფუძვლებს აზიარა, საგანთან ერთად, ეს სფეროც შეაყვარა და რაც მთავარია, თავად ბავშვებსაც აქვთ სურვილი - შექმნან ისეთი ნამუშევრები, რომლებიც მათი და მასწავლებლის თავდადებას წარმოაჩენს.
ზედმეტი განსწავლულობა არ სჭირდება იმას, დაინახო, როგორ სუფთად აქვთ შესრულებული ნახატები და რამხელა სიყვარული დევს თითოეულ მონახაზში. არავინ იცის, ხვალ ეს ბავშვები რა პროფესიას მიუძღვნიან თავს, თუმცა ფაქტია - ალექსანდრე ირემაძის დამსახურებით, ისინი დიდი ხელოვნების მოტრფიალეები ნამდვილად იქნებიან. ჩვენ კი მეცხრეკლეასელების - მინდია ირემაძის, მარი ბოლქვაძის, თიკა მელაძის, ლიზა მელაძისა და ანა ირემაძის ნახატებს წარმოგიდგენთ.