ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნანო მაკარიძემ, სამედიცინო რჩევები მისცა
22-02-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, სკოლის კურსდამთავრებულმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნანო მაკარიძემ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მაკარიძემ მოსწავლეებს, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებებსა და ინფექციებთან დაკავშირებით, სასარგებლო სამედიცინო რჩევები მისცა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ნანო მაკარიძე მე-4 კურსის სტუდენტია, ახლაც ძევრის სკოლის გუნდის აქტიური წევრია და წარმატებით ახორციელებს სასკოლო თუ სკოლის გარეშე აქტივობებს. უზომოდ ამაყები ვართ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203