წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მეათე კლასის მოსწავლეებმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
22-02-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა სამოქალაქო კლუბის შეხვედრა.
„საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მოყვარულთა კლუბის მორიგი შეხვედრა.
კლუბის მეურვემ ფიქრია გიორხელიძემ ისაუბრა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ, რომელიც 17 თავისა და 149 მუხლისგან შედგებოდა და რომლითაც გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები. აუქმებდა სიკვდილით დასჯას და ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განსაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კლუბის წევრები Xა და Xბ კლასის მოსწავლეები. გამოიყენეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო "პრაქტიკული სამართალი" და მოსწავლის რვეული, შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს