იხილეთ, სამების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის - ლია სვიმონიშვილის სტატია - „ტექსტური ამოცანების ამოხსნის ხერხები“
22-02-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ლია სვიმონიშვილი „ტექსტური ამოცანების ამოხსნის ხერხების“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მათემატიკის სწავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ტექსტური ამოცანების ამოხსნა. ტექსტური ამოცანები შინაარსით ახლოსაა რეალობასთან და, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარად პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად. ამრიგად, ამ პრობლემის გადაჭრა აუცილებელი და მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში. პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა: შეიძლება უჭირდეთ ტექსტის შინაარსის გააზრება, არ ფლობდნენ ამოცანის ამოხსნის ხერხებს და ა.შ.

მათემატიკის სწავლებისას უმნიშვნელოვანესია ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხების ცოდნის კარგად დაუფლება.

სტატიის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203