აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა
22-02-2021

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ყოველმხრივ მომზადებული შეხვდა. 

სკოლამ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

სკოლის ადმინისტრაციამ გატარებული ღონისძიებები მშობლებს გააცნო.

„ძვირფასო მშობლებო!!!

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ყოველმხრივ მომზადებული შეხვდა.

სკოლამ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, გაითვალისწინა პანდემიის საწინააღმდეგოდ ჯანდაცვის რეკომენდაციები და განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:

1. სკოლა აღჭურვილია იატაკისა და ზედაპირების დასამუშავებელი სითხეებით. ხელის სადეზინფექციო ხსნარებითა, თხევადი საპნით, ქაღალდის ხელსახოცებით და სპეციალური სასაპნე და საქაღალდე დისპენსერებით. უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და ინფორმაციის შემცველი სტიკერებით.

2. მოწესრიგებულია სველი წერტილები.

3. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებულია საკლასო ოთახები, დერეფნები და სასკოლო ინვენტარი.

4. სკოლაში გამოყოფილია სპეციალური საიზოლაციო ოთახი ცხელებიანი მოსწავლეებისათვის.

5. თერმოსკრინინგს ყოველდღიურად აწარმოებს სპეციალურად შერჩეული პერსონალი.

6. მასწავლებლებსა და პერსონალს გავლილი აქვთ სავალდებულო ტესტირება.

7. სასწავლო პროცესი წარიმართება ჩვეულ რეჟიმში შეჭრილი გრაფიკით.

8. დილიდან ისწავლის ყველა კლასი გარდა მეშვიდე კლასისა.

9. სასწავლო პროცესი დაიწყება 9 საათზე , მხოლოდ VII კლასისათვის 12 საათზე. სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე და ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით VII-XII კლასის მოსწავლეები ვალდებულნი არიან სკოლაში გამოცხადდნენ გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 15 წთ-ით ადრე. ხოლო I-VI კლასის მოსწავლეები მინიმუმ 5 წთ-ით ადრე.

10. უკვე შედგენილია დასწრებული ფორმატის საგაკვეთილო ცხრილი.

11. მშობლების სურვილის შემთხვევაში შედგება დისტანციური ფორმატის ცხრილიც.

12. სპეცმასწავლებლის მიერ ორგანიზებულია რესურსოთახის გამოყენების განრიგი.

13. სკოლის მიერ შემუშავებულია მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგია - გაწერილია მშობლებთან საინფორმაციო ფორმატის შეხვედრების განრიგი.

14. საკლასო ოთახები და საერთო სივრცეები სველი წესით მუშავდება ყოველდღიურად.

15. მოსწავლეთა სველი წერტილები დღეში მუშავდება მინიმუმ ორჯერ.

16. სკოლის დამლაგებელი სისტემატურად იყენებს იატაკისა და ზედაპირების დასამუშავებელ სითხეებსა და სადეზინფექციო საშუალებებს.

17. დამლაგებელი აღჭურვილია შესაბამისად.

18. სკოლა ყოველმხრივ მზადაა მოსწავლეების მისაღებად უსაფრთხო გარემოში.

19. V-XII კლასის მოსწავლეები სკოლაში უნდა გამოცხადდნენ პირბადით.

20. I-IVკლასის მოსწავლეთათვის პირბადის ტარება ნებაყოფლობითია.

რეკომენდაცია მშობლებისთვის

1. მშობლებმა სკოლაში წასვლამდე გააკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა და 37 გრადუსისა და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში.

2. ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას და მიმართოს ექიმს.

3. უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში: 1 - 6 კლასები გამოცხადდნენ მიმინუმ5 წთ ადრე, ხოლო 8 - 12 კლასის მოსწავლეები მინიმუმ 15 წთ ადრე.

4. სკოლაში შვილის ცხელების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.

5. მშობელმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს დაარეგისტრიროს მოსწავლე მითითებულ ვებ. გვერდზე www.Online.emis.ge დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში ისევ ოთხშაბათობით გააუქმოს რეგისტრაცია ამავე ვებ.გვერდზე.

6. სასურველია მშობელმა მოსწავლეს საკვები გამოატანოს ლანჩ-ბოქსით.

7. 5 – 12 კლასის მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდნენ პირბადით.

8. 1 – 4 კლასის მოსწავლეთათვის პირბადის ტარება ნებაყოფლობითია. პატივისცემით, სკოლის ადმინისტრაცია“,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203